აქტიურად გრძელდებოდა ახალი მედიკამენტების რეგისტრაცია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების სია და იმ აფთიაქების რაოდენობა, სადაც აღნიშნული, დაბალფასიანი მედიკამენტებია ხელმისაწვდომი მუდმივ რეჟიმში იზრდება.

“აფთიაქების რაოდენობა გაიზრდება და ყოველდღიურად იზრდება. გუშინ სამინისტროს გვერდზეც განვათავსეთ ინფორმაცია, დავწერეთ კონკრეტული აფთიაქები, სადაც უკვე ხელმისაწვდომია ეს მედიკამენტები. თურქეთიდან უკვე 50-მდე მედიკამენტია იმპორტირებული. აქტიურად გრძელდებოდა ახალი მედიკამენტების რეგისტრაციაც. მაგრამ, ჩვენ ტექნიკური შესაძლებლობა ვნახეთ, რომ ყველა ის მედიკამენტი, რომელიც შესაძლებელი იყო პროაქტიულად დაგვერეგისტრირებინა, განაცხადების გარეშეც, სამინისტრომ დაარეგისტრირა და ფარმაცევტულ ბაზარს, შეუძლია თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ შემოიტანოს მედიკამენტები“, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რის შედეგადაც თურქეთიდან, უკვე 50-მდე დასახელების პრეპარატია იმპორტირებული და მათი ფასი 60-80%-ით არის შემცირებული.

Visited 42 times, 1 visit(s) today