აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს, სასაფლაოებისკენ კი ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან; საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“. რაც შეეხება ველის სასაფლაოსკენ მიმავალ ავტობუსს, იგი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.

Visited 48 times, 1 visit(s) today