დღეს თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTC) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის, საქართველოს, აზერბაიჯანის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2013-2019 წლებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით გაწეული სამუშაო შეაფასეს. განხილვაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასატრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი მონაწილეობდა.
საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის 6 საგრანტო პროექტში 1.35 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო. პროექტები, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისა და რეგიონული განვითარების მიზნით, ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს. პროექტების საშუალებით გაუმჯობესდა ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები, დაინერგა სასოფლო-სამეურნეო სფეროში მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდები, ხელი შეეწყო ახალგაზრდების დასაქმებასა და გაძლიერებას, ტურიზმის განვითარებას.