აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და თითოეული სოფლის მცხოვრებლისთვის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საერთო კრებები იმართება. სოფელ ანანურში და ციხისძირში გამართულ სოფლის კრებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. შეხვედრის დროს მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება თუ რა პროექტებს განახორციელებენ მიმდინარე წელს იმ ბიუჯეტით, რომელიც კონკრეტულად ამ ორი სოფლისთვის არის გამოყოფილი.

„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და თითოეული სოფლის მცხოვრებლისთვის. გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ხმათა უმრავლესობით თავად წყვეტენ თუ რა უნდა გაკეთდეს სოფელში, იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილებიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება უმნიშვნელოვანესია,“-განაცხადა დავით ნოზაძემ.

მსგავსი სახის შეხვედრები უკვე გაიმართა რეგიონის თითქმის ყველა სოფელში. მიმდინარე წელს მცხეთა- მთიანეთის რეგიონში სოფლის პროგრამის ფარგლებში 4 მილიონ 848 ათასი ლარი დაიხარჯება, აქედან დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის 2 მილიონ 812 ათასი ლარია გამოყოფილი, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის გამოყოფილი. რაც შეეხება სოფელ ანანურს, სადაც 2017 წლის აღწერით 336 ადამიანი ცხოვრობს დაიხარჯება 12 ათასი ლარი, ხოლო ციხისძირში (271 ადამაინი) 12 ათასი ლარი.

Visited 45 times, 1 visit(s) today