აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს ”მრეწველებს”

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს ”მრეწველებს”, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალ ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებზე საუბრისას განაცხადა.

”მრეწველები” ძალიან იოლად მიჰყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, რომელიც ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის შესახებ, შემდეგომ ეტაპზე მათ პრაქტიკულად, ეს მიმართულება დახვეწეს და აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს ”მრეწველებს”, შესაბამისად, ფავორიტებში ”რესპუბლიკელებისა” და ”დემოკრატების” გვერდით ვეღარ დავასახელებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ”ეროვნულ ფორუმს”, ივანიშვილის თქმით, ეს პარტია სამწუხაროდ, დღეს არ ჩანს.

”ერთი გამოჩენა რაც ვნახე რამდენიმე დღის წინ, სადღაც მაჟორიტარი აირჩიეს და ერთი განცხადება რაც ჰქონდათ ის იყო, რომ ბიძინა უნდა დამთავრდეს პოლიტიკაშიო. შესაბამისად, მათზეც ბევრს ვერ ვილაპარაკებ დღეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Visited 125 times, 1 visit(s) today