აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არის ასახული ის პრინციპები, რომლებითაც ვმუშაობთ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში არის ასახული ის პრინციპები, რომლებითაც ვმუშაობთ ჩვენ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში და ზუსტად ამ პრინციპების შესაბამისად მზადდება დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ჩვენ დღეს გვქონდა დისკუსია, მათ შორის საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპები, საერთო სულისკვეთება და ამ სულისკვეთებით მიმდინარეობს მუშაობა სამუშაო ჯგუფში”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 145 times, 1 visit(s) today