აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, „ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ქაიდა“ და მისი ფილიალები ევროპაში ტერაქტებს გეგმავენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, „ისლამური სახელმწიფო”, „ალ-ქაიდა” და მისი ფილიალები უახლოეს მომავალში ევროპაში ტერაქტებს გეგმავენ.

დოკუმენტი საფრთხეების შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ თავდასხმებს სავარაუდოდ ცალკეული ტერორისტები განახორციელებენ.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკური უწყება მიიჩნევს, რომ ტერაქტების განხორციელების რისკი უკავშირდება ევროპაში სირიასა და ერაყიდან ისლამისტების დაბრუნებას.

ტერორისტების თავდასხმის ობიექტები შესაძლოა გახდეს თეატრები, ღია ბაზრები, ავიასამსახურები, სატრანსპორტო სისტემები, სპორტული ღონისძიებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

დოკუმენტების თანახმად, ტერაქტები მოსალოდნელია მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

Visited 279 times, 1 visit(s) today