თელავში, კომპანია ,,GWS”- თან მისასვლელი გზის (აჩინებულის მიმდებარე ტერიტორია) სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, კახეთის გუბერბნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე,ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კიკნაძე, ,,GWS”- ის გენერალური დირექტორი და მთავარი მეღვინე, ფილიპ ლესპი ადგილზე გაეცნენ. აღნიშნული გზა, 25 წელზე მეტია არ შეკეთებულა, რაც პრობლემას წარმოადგენდა გზით მოსარგებლეებისათვის. ,,კომპანია ,,GWS”- თან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის და ბიზნესის განვითარებას. როგორ ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ. მგზავრობის დროის შემცირებასთან ერთად, გაიზრდება ტურისტთა და კომპანია ,,GWS”- ის პროდუქტის მომხმარებელთა ნაკადი”. -პლატონ კალმახელიძე. სამუშაოები 4000 კვ მეტრის გზის საფარის სრული რებილიტაციას გულისხმობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათას ლარი დაიხარჯება.