აჭარაში ნარინჯისფერი რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლევან დავითაშვილმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარაში ნარინჯისფერი რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს, ექსპორტირებულია 26 000 ტონა მანდარინი, რაც 6 000 ტონით აღემატება გასული წლის მონაცემს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებზეც იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს აჭარის რეგიონში ექსტენციის განვითარების და თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას.

Visited 127 times, 1 visit(s) today