აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა. მაღალმთიან აჭარაში ადგილი ჰქონდა წყალმოვარდნებსა და ცალკეული ადგილების დატბორვას.
ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ხულოს გამგეობაში იმყოფებიან, სადაც საგზაო დეპარტამენტის და მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად უამინდობის გამო შექმნილ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს განიხილავენ.

Visited 162 times, 1 visit(s) today