„ახალგაზრდული იდეის“ კონფერენცია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის „ახალგაზრდული იდეა“ წარმომადგენლებმა კონფერენცია ჩაატარეს. ახალგაზრდებმა, დამსწრე საზოგადოებას „ახალგაზრდული იდეის“ პრინციპები, სამომავლო გეგმები, ჩატარებული ღონისძიებები და წინა საგრანტო ციკლებში დაფინანსებული პროექტები გააცნეს.
კონფერენციის დასასრულს, „ახალგაზრდული იდეის“ წევრებმა, 25 საპროექტო განაცხადიდან, 5 პრიორიტეტულ პროექტს გრანტი გადასცეს. დაფინანსება მიიღეს:
1. პირველი მაისის საჯარო სკოლა – „მომავალი ჩვენია“ – 668.50 ლარი
2. ახალი ხიბულის საჯარო სკოლა – „განვაახლოთ ბიბლიოთეკა“ – 700 ლარი
3. ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა – „ნათელი მომავალი“ – 760 ლარი
4. ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა – „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების სტილით“ – 792 ლარი
5. ხობის N1 საჯარო სკოლა – „კინობიბლიოთეკა“ – 310 ლარი
კონფერენციას, ადგილობრივი თვითმმართველობის, ა(ა)იპ “ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“, შპს „ხობის მოამბეს“ წარმომადგენლები, საჯარო სკოლის დირექტორები და დაფინანსებული პროექტების ავტორები ესწრებოდნენ.

Visited 175 times, 1 visit(s) today