ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ხვალ, ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისში ხვალ, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან” განაცხადეს, პარლამენტის შეკრების პირველ დღეს აქტივისტთა ჯგუფები, არასამთავრობო სექტორი და პროფესიული კავშირი გამართავს აქციას: „აწარმოე რეალური პოლიტიკა“, რათა მოუწოდოს პარლამენტარებს, დაიწყონ რეალურად საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობა.
”ბოლო წლების განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობა უმეტესად ფოკუსირებული იყო ისეთი საკითხების ირგვლივ, რომელთა პრობლემატიზება ხელოვნურად ხდებოდა. შედეგად, ფსევდო დისკურსებმა დაჩრდილა რეალური პოლიტიკური საჭიროებები და საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული სოციალ-ეკონომიკური ხედვები. პარასკევს, 18 ნოემბერს, პარლამენტის შეკრების პირველ დღეს აქტივისტური ჯგუფები, არასამთავრობო სექტორი და პროფესიული კავშირი მართავს აქციას: „აწარმოე რეალური პოლიტიკა“, რათა მოუწოდოს პარლამენტარებს, დაიწყონ რეალურად საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობა და დღის წესრიგში დააყენონ შემდეგი საკითხები: ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა; დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები; მოხდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა; კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

Visited 136 times, 1 visit(s) today