ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის პრეზენტაცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასაბიბლიოთეკო კორპუსის პრეზენტაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი, შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი დაესწრნენ. პროექტის განხორციელების შემდეგ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება მიეცაემათ წიგნთან უფრო კომფორტულ გარემოში იმუშაონ.
პრეზენტაციაზე მისულმა სტუმრებმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ისტორიისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ძველნაბეჭდ და უნიკალურ გამოცემათა გამოფენაც გაიმართა.

Visited 217 times, 1 visit(s) today