ახალი სადახლოს საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ გალერეებს საერთო სიგრძით 14,9 კილომეტრი. სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 1 539 599 ლარია, 2017 წლის სექტემბერში დასრულდება. შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 12 სოფლის 3 800 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.

Visited 134 times, 1 visit(s) today