ახალციხეში “ვეტერანის დღე” აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, 17 ოქტომბერს ვეტერანების დღე დაარსდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმმართველობის წარმომადგენლებმა და ომის ვეტერანებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში , ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნას. დღესვე, ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ მრავალშვილიან ვეტერანებს (სოციალურად დაუცველ და მარჩენალ დაკარგულ ოჯახებს ), ასევე პირველ და მეორე ჯგუფის მქონე ინვალიდ ვეტერანებს ქალაქ ახალციხის მერიამ საჩუქრად საოჯახო ტექნიკა გადასცა. „ ძალიან მოხარული ვარ, რომ ყურადღებას გვაქცევენ ვეტერანებს. სასიხარულო ის ფაქტიც , რომ მთავრობამ ეს დღე დააწესა. მადლობა ყველას საჩუქრისათვის, ვინც ამას ორგანიზება გაუწია “- აღნიშნა ვეტერანმა გოჩა კოჩალიძემ. ახალციხის მერიის წარმომადგენლებმა ვეტერანებს და დაღუპული ვეტერანების ოჯახის წევრებს ვეტერანის დღე მიულოცეს.

Visited 274 times, 1 visit(s) today