ახალციხეში ისტორიული სინაგოგის დაარსებიდან 275 წლის და აღდგენიდან 153 წლის იუბილე იზეიმეს
თარიღთან დაკავშირებით ქალაქს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარომადგენლები, თბილისიდან და ისრაელიდან მოწვეული ქართველი ებრაელები ესტუმრნენ.
ქართველმა ებრაელებმა უძველეს სინაგოგაში ლოცვა აღავლინეს. რიტუალის დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის წევრები სიტყვით გამოვიდნენ და ქართველ ებრაელებს იუბილე მიულოცეს.
სტუმრებმა, მინისტრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად „ახალციხის ციხეზე“ გადაინაცველს, სადაც თვითნასწავლი მხატვრის, მიხეილ იაძის ნახატების და ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები დაათვალიერეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართულ–ებრაული, 26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა მიიღეს.