ახალციხეში შემოდგომის ფესტივალი ჩატარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალციხის ციხის ზედა ტერიტორიაზე, შემოდგომის ფესტივალი ჩატარდა. მთელი დღის განმავლობასი ციხის ტერიტორიაზე საზეიმო განწყობა იყო. მობრძანებულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და მხატვრების ნამუშევრების გამოფენები დაეთვალიერებინათ. ასევე, მსურველებს შეეძლოთ გამოფენილი პროდუქციის ყიდვა და დაგემოვნება. გამოფენები ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, მხარისა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგნელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.
წელს შემოდგომის ფესტივალი პირველად ჩატარდა და იგი ტრადიცულ სახეს მიიღებს. იდეის ავტორი და ორგანიზატორი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაა.

Visited 184 times, 1 visit(s) today