ახალციხე-ნინოწმინდას გზის 14.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება. ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფართოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება 3 რკინა-ბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები. აღნიშნული გზით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, ასევე ხორციელდება სატრანზიტო გადაზიდვები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია.

Visited 114 times, 1 visit(s) today