ახალციხე – სვირის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 1 800 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრე არხები.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 304 ათასი ლარით ფინანსდება.
კაპიტალური გზა აქ პირველად იგება, წლების განმავლობაში მიმდებარე სამი სოფლის მაცხოვრებლებს ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდათ სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტის მეორე ეტაპის მიმდინარეობას დღეს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე გაეცნენ.