ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხეოთის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 386 988 ლარით ფინანსდება.

ასფალტის საფარი აქ პირველად იგება, წლების განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლებს ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდათ სარგებლობა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე დაიგება.

Visited 392 times, 1 visit(s) today