ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო-ინფრასტრუქტურა აქტიურ ფაზაშია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგზაო-ინფრასტრუქტურულ მიმდინარეობას, მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. ახალციხის მეორე საჯარო სკოლასთან, სანიაღვრე არხის კოლექტორის, რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელი კიბისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა აქტიურ ფაზაშია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. საბარგო სადგურის დასახლებაში ბორჯომის, აღმაშენებლის, აბასთუმანის, ჭონქაძეს, გიორგი ბრწყინვალესა და ტაბიძეს ქუჩების სარეაბილიტაციო, მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში კი ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. ასევე, დასახლებაში საკანალიზაციო ქსელიც ეწყობა. ქსელის ძირითადი ნაწილი უკვე გაკეთებულია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ტატანისის, სვირის, ბოგის, და ზიკილიის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. სოფელ სვირში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 143 343 ლარით დაფინანსდა. მასში საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრი განთავსდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამი სოფლის სვირის, ბოგისა და ტატანისის 50-მდე აღსაზრდელებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სულ მალე კი პატარებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ საბავშვო ბაღში ისწავლონ და სკოლაში მისვლამდე საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლონ.

Visited 160 times, 1 visit(s) today