ეკოლოგიური პოლიტიკის წარდგენის შემდეგ, კახა კალაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და თავისი პროგრამული ხედვა გააცნო. მერობის კანდიდატმა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებებს სამი მიმართულებით გეგმავს: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით.
კახა კალაძე საბურთალოს ამომრჩევლებს სხვა პროგრამულ საკითხებზეც ესაუბრა და მათ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები დავით უთმელიძე და ვატო შაქარიშვილი წარუდგინა.
Visited 178 times, 1 visit(s) today