ახლად რეაბილიტირებული სკვერი სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თელავში, ჩოხელის და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გივი მეტრეველთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან ერთად გახსნა. ახლად რეაბილიტირებული სკვერი სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს. კერძოდ, ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი, ბავშვთა გასართობი და სავარჯიშო სივრცეები, ასევე სველი წერტილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ საფეხმავლო ხიდებს, ხევის მიმდებარედ კი მოეწყო დამცავი მოაჯირი. პარკი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი სრული ღირებულება 3 356 691 ლარს შეადგენს.

Visited 30 times, 1 visit(s) today