ახმეტაში, ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს “ახალგაზრდული საბჭო”-ს წევრების ინიციატივითა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. ახალგაზრდულ ფესტივალზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოზონები და პავილიონები. ჩატარდა ადგილობრივი ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი,ფერების ფესტივალი. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ. ახალგაზრდული ფესტივალი დოდონა ნამორაძის და ბარბარე სამხარაძის კონცერტით დასრულდა.

Visited 25 times, 1 visit(s) today