ახმეტის მეექვსე ბაღი ახალ შენობაში გადავიდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახმეტაში N6 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა აღსაზრდელებთან, აღსაზრდელთა მშობლებთან და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებთნ ერთად გახსნეს. შენობაში, სადაც აღნიშნული საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა იყო მოძველებული ინფრასტრუქტურა,რაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის შეუსაბამო პირობებს ქმნიდა. დღეიდან კი ბაღის აღსაზრდელებს სრულიად განახლებულ , თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში შეუძლიათ სკოლამდელი განათლების მიღება. აღნიშნული ბაღის შენობის რეაბილიტაცია 35 000 ლარი დაჯდა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა.

Visited 153 times, 1 visit(s) today