ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ყველის შემნახველი მრავალფუნქციური სამაცივრე სისტემა შეიქმნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ყველის შემნახველი მრავალფუნქციური სამაცივრე სისტემა შეიქმნა. პროექტი იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და ორგანიზაცია “ბრიჯი -ინოვაცია და განვითარების” მიერ განხორციელდა. მრავალფუნქციური ყველის სამაცივრე სისტემის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ. ყველის შემნახველი სამაცივრე სისტემა ადგილობრივი ფერმერების მიერ, ტრადიციული მეთოდით წარმოებული ყველის ხარისხის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი ფერმერების შემოსავალს.

Visited 48 times, 1 visit(s) today