ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ერთჯერადი დახმარების სახით 3000 ლარს მიიღებენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების რაოდენობა სიების შესაბამისად, 345 ადამიანით განისაზღვრა.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლების კეთილი ნებით მოხდა მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და არსებული სიიდან გამომდინარე, თითოეული დაზარალებული ერთჯერადი კომპენსაციის სახით 3000-3000 ლარს მიიღებს.

“მინდა გითხრათ, რომ ანალოგიურ შემთხვევებში მაქსიმუმი თანხა რაც ოდესმე გაცემულა არ აღემატებოდა 2 000 ლარს.
რაც შეეხება ამ კონკრეულ შემთხვევას, ხელისუფლების კეთილი ნებით გამოიყო მილიონ ლარზე მეტი თანხა და არსებული სიიდან გამომდინარე, დაზარალებულებს ერთჯერადი დახმარების სახით 3 000 ლარი გადაეცემათ.ეს იყო მაქსიმუმი რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ეს თანხა გამოიყოფა თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან და სავარაუდოდ ორშაბთიდან დაიწყება თანხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები,“-განაცხადა რიმა ბერაძემ.

Visited 120 times, 1 visit(s) today