,,ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ახალი დირექტორი ბადრი ფარტენაძე დაწესებულების პერსონალს წარუდგინა. ბადრი ფარტენაძე პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია, ასევე მინიჭებული აქვს ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია. სხვადასხვა დროს ბადრი ფარტენაძე მუშაობდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში, ეჭირა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის, მოგვიანებით კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპატარმენტის უფროსის თანამდებობა. 2008 – 2009 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. 2011-2012 წლებში ბადრი ფარტენაძეს ფოთის მერის მოადგილის თანამდებობა ეჭირა.

Visited 313 times, 1 visit(s) today