ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების გეგმის წარდგენა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმი საქართველოს პირველი ქალაქია, რომელმაც კომპიუტერულ მოდელირებაზე დაფუძნებული მდგრადი ურბანული გადაადგილების გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა. გეგმის ოფიციალური წარდგენა დღეს გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და საკრებულოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სამოქალაქო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი. გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსისტემა, ელექტრო ტრანსპორტის განვითარების წახალისება, გონიერი ტექნოლოგიები, გადაადგილების მართვა და ა.შ. ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების გეგმაზე მუშაობა, პროექტ ,,მწვანე ქალაქების“ ფარგლებში, 2016 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობდა გერმანულ საკონსულტაციო კომპანია A+S Consult GmbH-თან თანამშრომლობით. შემუშავებული გეგმა განსახილველად და დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს წარედგინება. ინიციატივის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF).

Visited 158 times, 1 visit(s) today