ბათუმის მერი ჩეხეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ჯირი პრეკლიკსა და გლობალური ბიზნეს აქსელერაციის -,,მარკეტ ქონექტის” აღმასრულებელ დირექტორს, მაიკლ ნაუმანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ისაუბრეს ბათუმსა და ჩეხეთის ქალაქებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 1 იანვარს დამყარდა.

Visited 164 times, 1 visit(s) today