ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ვალერი მოქერიას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის – ვალერი მოქერიას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქველმოქმედებისთვის ქ. ბათუმის საპატიო მოქალაქე, ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული ქ. ბათუმში ვალერიან მოქერია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი იუბილარს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გადასცა. ვალერი მოქერიას იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ბათუმი, „ცისფერი ტრიო“, საოპერო და საესტრადო სიმღერების ცნობილი შემსრულებლები.

Visited 690 times, 1 visit(s) today