ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო ხომალდი შემოვიდა

23/11/2017

დღეს ბათუმში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი ,,გეპრატი“ შემოვიდა. ბათუმის ნავსადგურში გამართულ საზეიმო დახვედრის ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ. სამხედრო ხომალდის ვიზიტის ფარგლებში ბათუმის პორტში ყვინთვის, ძებნა-გადარჩენის, ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივი სწავლებები ჩატარდება. ასევე გაიმართება ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის მეგობრული მატჩი ფეხბურთში. დღესვე, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ფრანგული ფრეგატის კაპიტანმა ჟაკ მალარმა შეხვედრა გამართეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში. საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი ნავსადგურს 25 ნოემბერს დატოვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0