ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა – სრულიად განახლდა და კეთილმოეწყო მეორე კორპუსის ხუთივე სართული, ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობა, სასწავლო და სამეცნიერო ფართები, დამონტაჟდა ახალი გათბობის სისტემა, მოხდა ფასადის სრული რეაბილიტაცია (1-ლი და მე-2 კორპუსი), განახლდა ტექნიკურ-მატერიალური ბაზა. ამოქმედდა თანამედროვე სტანდარტების უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა ,,ბსუ დენტი“. სტუდენტებისათვის მოეწყო თავისუფალი სამუშაო სივრცეები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, საგამოცდო ცენტრი, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, განახლდა ზოოლოგიისა და მინეროლოგიის კაბინეტები, ფოტო-ვიდეო სტუდია , სპორტული მოედანი და ეზო.

Visited 183 times, 1 visit(s) today