ბათუმი მზადაა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მისაღებად

მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სამზადისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გაეცნო.
მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა ოლიმპიადის მთავარი ლოკაცია – მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს და სამუშაო შეხვედრა გამართეს ფიდეს საორგანიზაციო კომიტეტის და ჭადრაკის ფედერაციის წევრებთან ერთად.
შეხვედრას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ,,ბათუმი 2018″-ის თავმჯდომარე გიორგი გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.

Visited 224 times, 1 visit(s) today