ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. განახლებული ავტოპარკის პრეზენტაციას საქართველოში იაპონიისა და უკრაინის ელჩები, კომპანია ისუზუსა და EBRD-ს წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერი, შპს Эბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
პირველ ეტაპზე 15 ერთეული ახალი ავტობუსია შემოსული. წლის ბოლომდე კი ქალაქში დამატებით 25 ავტობუსი შემოვა.
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელდა და ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს.
ახალი ავტობუსები ქალაქის ქუჩებში პირველად პირველ სექტემბერს, ,,ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოჩნდება და დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთი დღით უფასო იქნება.
„ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსების მოწოდება ტენდერში გამარჯვებულმა უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ – „ჩერკასკი ავტობუსმა” უზრუნველყო. ავტობუსები 60 ადამიანზეა გათვლილი, აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ავტობუსების ღირებულება – 3 მილიონ 168 ათასი ევროს შეადგენს. ახალი სატრანსპორტო საშუალება, არსებულ ავტობუსებთან შედარებით, 50%-ით დაზოგავს ხარჯებს. 2019 წელს ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შესყიდვა იგეგმება.