ბათუმში ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო “შერატონ ბათუმში“ გამართულ ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის მე-19 ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ჭადრაკის ფედერაციისა და ფიდეს ხელმძღვანელი პირები.
ევროპის ჩემპიონის ტიტული ხორვატმა ივან სარიჩმა მოიპოვა. გამარჯვებულმა 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს 20 ათასი ევრო გადაეცა.
მთავრობის თავმჯდომარემ ივან სარიჩს გამარჯვება მიულოცა და მომავალში ახალი მიღწევები და სპორტული გამარჯვებები უსურვა. ბათუმში გამართულ ჩემპიონატში 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკე მონაწილეობდა. 23-მა მონაწილემ, 2019 წელს ხანტი-მანსიისკში დაგეგმილი ვაჟთა შორის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმმა უკვე მეორედ უმასპინძლა კონტინენტის პირველობას, პირველად მსგავსი შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა.

Visited 177 times, 1 visit(s) today