ბათუმში სეზონურად მოყვავილე შემოდგომა-ზამთრის ერთწლოვანი მცენარეების დარგვა დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ, სეზონურად მოყვავილე შემოდგომა-ზამთრის ერთწლოვანი მცენარეების დარგვა დაიწყო. ყვავილები უკვე რუსთაველისა და მემედ აბაშიძის გამზირზე განთავსდა. ქალაქის მასშტაბით სულ 173200 ცალი ყვავილი, კერძოდ, ალისფერი, იასამნისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, თეთრი, ლურჯი და ცისფერი ვიოლა დაირგვება. დარგვითი სამუშაოები 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე, ჰაიდარ აბაშიძის #36-ში, გორგასლის #45-ში, გორგილაძის, ფიროსმანის, ხიმშიაშვილის, ინასარიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები. ხოლო გოგებაშვილის #46-ში, ფაღავას, ქუთაისის,რუსთაველის, გიორგი ბრწყინვალისა და ოძელაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მცენარეებს ჩაუტარდა მავნებელ დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიება, წამლობა.

Visited 288 times, 1 visit(s) today