ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება მოხდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება მოხდება მის მიმდებარედ არსებული საკურორტო პოტენციალის მქონე დასახლების, დიდი მიტარბის გათვალისწინებით – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ქვეყნის სივრცითი მოწყობაა და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებში ტურისტულად მიმზიდველი დასახლებების განაშენიანებისა და სივრცით-ტერიტორიული მოწყობის უზრუნველყოფა.
„ჩვენ ვიწყებთ მიწათსარგებლობის გეგმის შედგენას. ბაკურიანის განვითარება მიწათსარგებლობის კუთხით თითქმის დასრულებულია. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მოხდა სტიქიური განვითარება. ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება-საქართველოს სივცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია. ამ მიმართულებით რომ არ მოხდეს სტიქიური განვითარება და მათ შორის ტყის მასივების სტიქიური გამოყენება, აუცილებელია კანონზომიერი განვითარების ჩარჩოს შექმნა“, – განაცხადა პრემიერმა.

Visited 145 times, 1 visit(s) today