ბაკურიანში თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბაკურიანში თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივმა სპორტსმენებმა 2 ასაკობრივ კატეგორიაში მიიღეს.16 სპორტსმენი ერთმანეთს 55 და 30-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში შეეჯიბრნენ. 55 მეტრიდან ხტომაში პირველი ადგილი ესმერალდა და ალან გობოზოვებმა დაიკავეს.30 მეტრიდან ხტომაში კი პირველი ადგილი ესმერალდა და კამრან ალიევებმა მოიპოვეს. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით,მედლებითა და სიგელებით ტურნირის ორგანიზატორებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა,სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა შოთა როსტიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

Visited 74 times, 1 visit(s) today