ბაკურიანში, მიტარბში და ანდეზიტში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საშეშე მერქანი გადაეცათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბაკურიანში კოხტაგორის რეაბილიტაციის დროს დამზადებული საშეშე მერქნის დარიგება დასრულდა. დასაწყობებული ხეები ბაკურიანში, ანდეზიტში და მიტარბში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს, მარტოხელებსა და იმ ოჯახებს გადაეცა, რომლებსაც არ შეუძლიათ თავად უზრუნველყონ საშეშე მერქნის მარაგი. 3 კუბ. მეტრის ოდენობით, დამზადებული ხის კოტრები, ჯამში 100-მდე ოჯახმა მიიღო.
საშეშე მერქნის მომზადება და ოჯახებში ტრანსპორტირების ხარჯები ბორჯომის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო.
დღეს მიმდინარეობს იმ ადგილის დალაგება და მოწესრიგება, სადაც ხის დასაწყობება მოხდა.

Visited 265 times, 1 visit(s) today