ბანგურიანის მთაზე ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მესტიაში, ბანგურიანის მთაზე ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე -მაშველები, მესაზღვრეები, რეგიონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლები, შსს-ს სტრუქტურული ერთეულები, ადგილობრივი პოლიცია, მესტიასა და მულახის თემში მცხოვრები ახლგაზრდები..ხანძარი ძნელად მისადგომ ტერიტორიაზეა, ამიტომ მეხანძრეებს სამაშველო ოპერაციების ჩატარება უძნელდებათ, გამოძახებულია ვერტმფრენი და სპეც. ტექნიკა. მობილიზებულია წყლის რეზერუარები…
ამ დროისათვის ხანძარი დაახლოებით 1500 კვ მეტრ ფართობზეა გავრცელებული. (ჯერჯერობით უცნობია ხანძარი ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული თუ ადამიანთა დაუფიქრებელი ქმედებით).
ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა მოხალისე მეხანძრეს მოვუწოდებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაერთონ ხანძრის სალიკვიდაციო საქმიანობაში და იმოქმედონ სამაშველო სამსახურთან კოორდინირებულად.

Visited 222 times, 1 visit(s) today