ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
რეაბილიტირებული გზის სიგრძე 1200 მეტრი, სიგანე კი 5 მეტრია.
გზის რეაბილიტაციით სარგებელი 12000 ადამიანმა მიიღო.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის ღირებულებამ 156 775 ლარი შეადგინა.

Visited 158 times, 1 visit(s) today