ბეგლარ სიორიძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის 26 – ე წლისთავთან დაკავშირებით ბათუმში საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც სომხეთის გენერალურმა კონსულმა იეღიშე სარგსიანმა ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე მეუღლესთან ერთად მიიწვია.
”საქართველოსა და სომხეთის კეთილმეზობლური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. სომხური მოსახლეობა ოზურგეთის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ მეგობრულად და პატივისცემით ვცხოვრობთ ერთმანეთის გვერდით.” – განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

Visited 249 times, 1 visit(s) today