ბელარუსის პრეზიდენტის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სახელით სახელმწიფო სადილი გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სახელით სახელმწიფო სადილი გაიმართა. საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ბელარუს და ქართველ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ბელარუსის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და ჩვენი ხალხებიც ერთმანეთთან მტკიცედ არიან დაკავშირებულნი საერთო ღირებულებებითა და ინტერესებით. ჩვენი ქვეყნები ამაყობენ მდიდარი ისტორიითა და ტრადიციებით.
ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისათვის და გულახდილი დიალოგისათვის. სახელმწიფო სადილს ბელარუსის პრეზიდენტის ვაჟი ნიკოლაი ლუკაშენკო და საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი ესწრებოდნენ.

Visited 181 times, 1 visit(s) today