ბერძენიშვილს ”პასტა” ვერ გააგდებინეს ხელიდან ”კაგებეს” იზოლატორში, იმხელა ჩვენებები აქვს დაწერილი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბერძენიშვილს ”პასტა” ვერ გააგდებინეს ხელიდან ”კაგებეს” იზოლატორში, იმხელა ჩვენებები აქვს დაწერილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა “PALITRANEWS”-ის გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ხედავს. მეჭიაურის განცხადებით, იგი მიჯნავს ერთმანეთისგან ნატოსა და ევროკავშირს, რომლის მიმართაც სკეპტიკური დამოკიდებულება მას არ გააჩნია.

“ბერძენიშვილებს უნდათ ვიღაც თავის პატრონების თვალში გამომიყვანონ რუსეთუმედ, სინამდვილეში ვამბობ რას, რომ მე ვმიჯნავ ევროკავშირს და ნატოს ერთმანეთისგან, ისინი კი ამბობენ, თითქოს ვისაც არ უნდა ნატო, იმას არ უნდა ევროკავშირი და თუ არ უნდა ევროკავშირი, ესეიგი არის კრემლის აგენტი. ამ დროს ”პასტა” ვერ გააგდებინეს ხელიდან, იმხელა ჩვენებები აქვს დაწერილი ”კაგებეს” იზოლატორში უფროს ბერძენიშვილს და იმხელა ბოდიშებს უხდის უშიშროებას, რა კარგია, რომ გზაზე დამაყენეთო. მე არც მოსკოვი მაინტერესებს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების მონაწილე ვარ”, – განაცხადა მეჭიაურმა.

Visited 138 times, 1 visit(s) today