ბესარიონ სიმონიშვილმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მთავარ თემას იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური, 4-წლიანი განსახლების გეგმა წარმოადგენდა.
2021-2024 წლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ჯამში, 8000-მდე ბინა აშენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 709 800 000 ლარი გამოიყოფა. სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელების ვადების, ბიუჯეტისა და ადგილმდებარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათი წინადადებები მოისმინეს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები, ეტაპობრივად, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში გადაეცემათ.

Visited 45 times, 1 visit(s) today