ბესიკ ამირანაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში უტყისუბანში, ზარზმაში, არზნესა და ფლატეში მოსახლეობას შეხვდნენ, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღნიშნულ სოფლებში ძირითად პრობლემად გაზიფიცირება, ინტერნეტის არქონა და გზების მოასფალტება გამოკვეთა.ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც მართავენ.

Visited 99 times, 1 visit(s) today