ბესიკ ამირანაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეწვია, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელები. შეხვედრაზე ელჩს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააცნეს. აგრეთვე საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ხაზგასმით აღინიშნა ის პროექტები, რომელიც რეგიონში ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, რისთვისაც მასპინძელმა მხარემ მადლიერება გამოხატა ამერიკელი ხალხისა და მთავრობის მიმართ.

Visited 56 times, 1 visit(s) today