ბესიკ ამირანაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, პარლამენტის წევრი კობა კობალაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები შალვა ბერძენიშვილი, შოთა როსტიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, საკრებულოს თავჯდომარე მამუკა მელიქიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტოლოშში, ხერთვისში, გულსუნდასა და დაბა ასპინძაში მოსახლეობას შეხვდნენ. პროექტის „ღია დიალოგი“ – ს რეჟიმში რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის, გაზიფიცირება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. როგორც აღინიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი სწორედ არსებული პრობლემების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა.
სამთავრობო გუნდის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გააცნეს ინფორმაცია.

Visited 126 times, 1 visit(s) today