ბესიკ ამირანაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტში მერს და ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილა, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათის გაწეული დახმარების საკითხი. სახელმწიფო რწმუნებულმა, უშუალოდ სამსახურის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისას გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, სოციალური და სხვა ტიპის სერვისების შესახებ, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერია სთავაზობდა ცალკეულ მოწყვლად ჯგუფებს. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრის შემდეგ მხარის რწმუნებულმა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე მოინახულა ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ბესიკ ამირანაშვილი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს და არსებულ საჭიროებებს პრობლემებს პირადად გაეცნობა.

Visited 114 times, 1 visit(s) today